ევროკავშირის სახელმწიფოებისა და მთავრობათა მეთაურები ბლოკის უმაღლესი ხელმძღვანელების კანდიდატურებზე შეთანხმდნენ
ევროკავშირის სახელმწიფოებისა და მთავრობათა მეთაურები ბლოკის უმაღლესი ხელმძღვანელების კანდიდატურებზე შეთანხმდნენ. ბრიუსელში გამართულ სამიტზე ევროკომისიის ამჟამინდელი ხელმძღვანელი, ურსულა ფონ დერ ლაიენი თანამდებობაზე მეორე, ხუთწლიანი ვადით წარადგინეს. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პოსტზე კანდიდატად, ჯოზეფ ბორელის ნაცვლად, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი დაასახელეს. ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე კი, დელეგატების გადაწყვეტილებით, შარლ მიშელს პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ანტონიო კოშტა ჩაანაცვლებს. აღსანიშნავია, რომ სამივე კანდიდატი ცენტრისტული, ევროკავშირის მომხრე ფრაქციების წარმომადგენელია. ევროპარლამენტმა კანდიდატებს კენჭი მომავალ თვეში უნდა უყაროს.
