ირაკლი კობახიძის კომენტარი
„ოპოზიციის ჭარბი ნეგატიური მოლოდინი არ გამართლდა“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის თემასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, მიუხედავად ოპონენტების მცდელობებისა, ქვეყნის შიდა და გარე ურთიერთობები აუცილებლად დაუბრუნდება ნორმალურ რეჟიმს.
