26 ივნისი, საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვებაა
26 ივნისი, საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვებაა - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი გველესიანი პორტუგალიის ნაკრებთან გამარჯვებას. სოციალურ ქსელში გამარჯვების შემდეგ გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს ბუდუ ზივზივაძე და გულშემატკივრებს გამარჯვებას ულოცავს. ფეხბურთელი წერს, რომ ის ამაყობს და ბედნიერია, რადგან ამ გუნდის ნაწილია. „ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი ამ ბედნიერებას და სიხარულს იმსახურებს! ისტორია გრძელდება ერთობით და ერთმანეთის გვერდში დგომით. მე ვარ საქართველო“ - წერს ბუდუ ზივზივაძე.
