ქართველი ფეხბურთელების დაფასება და მხარდაჭერა
ქართველი ფეხბურთელების დაფასება და მხარდაჭერა - ასე აფასებენ მმართველ გუნდში ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას საფეხბურთო ნაკრებისთვის ფულადი ჯილდოს გადაცემის შესახებ. გარდა დაპირებული 30 მილიონისა, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ინიციატივით, ესპანეთთან მერვედფინალურ შეხვედრაში მოგების და მომდევნო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯილდოს სახით დამატებით კიდევ 30 მილიონ ლარს მიიღებს.
