მადლობა ეროვნულ ნაკრებს
ჩვენ აღარ გვჯერა, ჩვენ უკვე ვიცით - საქართველო ევროპის 16 გუნდს შორისაა. უჩვეულო და ამაღელვებელი იყო გუშინდელი ღამე მთელ ქვეყანაში. ეროვნულმა ნაკრებმა ყველა გააერთიანა. უჩვეულო იყო პარლამენტის დღევანდელი სხდომაც. ტაში, შეძახილები, სიმღერა, ნაკრების ატრიბუტიკა, დროშები და მადლობა - ასეთი სურათი იყო სხდომათა დარბაზში. ფეხბურთელებთან და სამწვრთნელო შტაბთან ერთად, განსაკუთრებული მადლობა დაიმსახურა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა და ვეტერანმა ფეხბურთელმა ლევან კობიაშვილმა
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
