ისტორიის შემქმნელები
საქართველო სრული სვლით წინ - სადებიუტო ევროზე ჩვენი ნაკრები სასწაულებს ახდენს. ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი პორტუგალია, დამარცხებულია, ჯგუფური ეტაპი დაძლეული და ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ტურნირის კიდევ ერთ ფავორიტს, ესპანეთს დავუპირისპირდებით. აქვე შეგახსენებთ, რომ ეროვნულ გუნდს ბიძინა ივანიშვილის დაპირებული ჯილდო, 30 მილიონი ლარი გადაეცემა. რაც შეეხება მერვედფინალზე დასასწრებ ბილეთებს - მათი გაყიდვა საქართველოს ეროვნული ნაკრების გულშემატკივრებისათვის 28 ივნისს დაიწყება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ. ჯგუფური ეტაპის ბომბარდირი სამი გოლით გიორგი მიქაუტაძეა, საუკეთესო მეკარე კი, 20 სეივით გიორგი მამარდაშვილი. ისტორიული თამაში, ემოციები და მომავლის იმედი
სიუჟეტის ავტორი: სანდრო გამსახურდია
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
