დებატები საქართველოს შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე
დებატები საქართველოს შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე. მომხსენებლებმა გამჭვირვალობის შესახებ კანონი გააკრიტიკეს და თქვეს, რომ ეს კანონი საქართველოს ევროპულ ღირებულებებს აშორებს. სესიაზე მომავალ არჩევნებზეც ისაუბრეს და ისიც კი თქვეს, რომ კანონის მიღებამ, რომელიც მხოლოდ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, შესაძლოა, არჩევნების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დააყენოს. გამჭვირვალობის კანონის გარდა, პრობლემად დაასახელეს ასევე ოჯახური ღირებულებების დაცვის მიზნით შემუშავებული კანონპროექტიც. საქართველოში მიღებულ კანონზე სესიაზე გივი მიქანაძემ ისაუბრა და დეტალურად განმარტა, რატომ იყო ამ დოკუმენტის მიღება საჭირო
