პარლამენტმა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით მიიღო
78 მომხრე არცერთი წინააღმდეგი. პარლამენტმა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტი მმართველმა გუნდმა გუშინ განიხილა, კენჭისყრა კი, დღეისთვის გადადო და ოპოზიციას მისცა საშუალება საკუთარი პოზიცია მკაფიოდ გამოეხატა, თუმცა დღევანდელ კენჭისყრაზე ოპოზიციის ადგილები ცარიელი იყო, რაც მმართველი გუნდისთვის იმის დასტურია, რომ ოპოზიცია პროპაგანდის მხარეს დგას