საქართველო ევრო 2024-ის მერვედფინალშია - ეროვნულმა ნაკრებმა ისტორია დაწერა
საქართველომ პორტუგალია 2 - 0 დაამარცხა! დებიუტანტი საქართველო ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალშია. ხვიჩა კვარაცხელიას და გიორგი მიქაუტაძის გოლები და გიორგი მამარდაშვილის აუღებელი კარი. 26 მარტს დაწყებული ლამაზი საფეხბურთო ისტორია 26 ივნისს მორიგი ისტორიული გამარჯვებით დაგვირგვინდა. ჩვენი ქვეყანა მერვედფინალში ესპანეთს დაუპირისპირდება
