საქართველოს პარლამენტის სხდომა ეროვნული ნაკრების გამარჯვების აღნიშვნით გაიხსნა
უჩვეულოდ დაიწყო დღეს სესია პარლამენტში. დეპუტატები საქართველოს დროშებით, ეროვნული ნაკრების მაისურებით, ტაშით და სიმღერით - ასე მიულოცეს კანონმდებლებმა საქართველოს ისტორიული მატჩის მოგება და ასე გადაუხადეს მადლობა ნაკრების თითოეულ ფეხბურთელს
