საქართველო დღეს, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
თარიღს საგარეო საქმეთა მინისტრი ეხმიანება. ილია დარჩიაშვილის თქმით, ასოცირების შესახებ შეთანხმება წარმოადგენს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მთავარ სამართლებრივ ჩარჩოს. მისივე თქმით 2014 წლის 27 ივნისს, ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმებით, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა.
