საქართველო ევრო 2024-ის მერვედფინალშია - ეროვნულმა ნაკრებმა ისტორია დაწერა
საქართველომ პორტუგალია 2-0 დაამარცხა! დებიუტანტი საქართველო ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალშია. ხვიჩა კვარაცხელიას და გიორგი მიქაუტაძის გოლები და გიორგი მამარდაშვილის აუღებელი კარი. 26 მარტს დაწყებული ლამაზი საფეხბურთო ისტორია 26 ივნისს მორიგი ისტორიული გამარჯვებით დაგვირგვინდა. ეროვნულმა ნაკრებმა საამაყო ისტორია დაწერა. ჩვენი ქვეყანა მერვედფინალში ესპანეთს დაუპირისპირდება.
სიუჟეტის ავტორი: გიორგი აბაზაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
