მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ოპოზიციის ერთობის პერსპექტივა განწირულია, ერთ-ერთი მიზეზი კი მათი დაბალი რეიტინგია
მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ოპოზიციის ერთობის პერსპექტივა განწირულია, ერთ-ერთი მიზეზი კი მათი დაბალი რეიტინგია. ოპოზიციის ერთიან დეკლარაციას მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილი. ამის შესახებ მან სასამართლო პროცესზე ჩართვისას ისაუბრა. ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ ბრიუსელში ერთიანობის დეკლარაციას მოაწერა ხელი. დეკლარაციაზე ხელმომწერები არიან: „ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „ახალი“, „ლელო“, „დროა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“
