ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ წარდგენილ ცვლილებებს ვენეციის კომისია აკრიტიკებს
ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ წარდგენილ ცვლილებებს ვენეციის კომისია აკრიტიკებს. კომისია პარლამენტს მოუწოდებს, რომ კანონპროექტები არ მიიღოს, იძლევა რამდენიმე რეკომენდაციას, მათ შორის ითხოვენ ერთნაირსქესიანთა წყვილების სამართლებრივ აღიარებას. ვენეციის კომისიის რეკომენდაციების დეტალური შეფასებისგან ოპოზიცია თავს იკავებს, განსაკუთრებით გაურბიან საკუთარი პოზიციის გამოხატვას იმ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში ერთნაირ სქესიანთა ქორწინების დაკანონებას ეხება. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში ვენეციის კომისია საქართველოსთვის მიუღებელ რეკომენდაციებს გასცემს, რა თქმა უნდა, ეს, პირველ რიგში სწორედ ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების რეკომენდაციას ეხება
