პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საკანონმდებლო პაკეტს
პარლამენტი პირველი მოსმენით განიხილავს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საკანონმდებლო პაკეტს. ოპოზიციის უმრავლესობა ბოიკოტს აცხადებს. კანონპროექტის განხილვაში არ ჩაერთნენ ის ოპოზიციონერებიც, რომლებიც ბოიკოტს არ მიმართავენ. მათი თქმით, კანონპროექტი რეალურ პრობლემებს აცდენილია. მმართველი გუნდი კი დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია დამოუკიდებლად არ მოქმედებს და კონკრეტულ დავალებას ასრულებს. კანონპროექტის განხილვაში ჩართვაზე მათი უარი კი მმართველი გუნდის წევრებისთვის იმის დასტურია, რომ ოპოზიცია პროპაგანდის მხარეს დგას

სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები