საფეხბურთო მატჩის საყურებლად გულშემატკივრები გორში, თეატრის სკვერში იკრიბებიან
საფეხბურთო მატჩის საყურებლად გულშემატკივრები გორში, თეატრის სკვერში იკრიბებიან. მატჩამდე დაგეგმილია სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები. ქომაგების განწყობაზე დიჯეი იზრუნებს, ჩატარდება სპორტული ვიქტორინაც. იქ მისულ ადამიანებს საგულშემატკივრო სივრცეში კვების ობიექტებიც დახვდებათ
