წყალდიდობა ბრაზილიაში
ბრაზილიაში ისტორიული მასშტაბის წყალდიდობას, ჯამში, 170 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიის გამო, რიო გრანდი დუ სულის შტატში ნახევარ მილიონამდე ადამიანს საცხოვრებელი სახლის დატოვება მოუწია. 400 ათასი ადამიანი ამ დრომდე დროებით თავშესაფრებში ცხოვრობს. წყალდიდობამ ბრაზილიის სამხრეთში ათობით დასახლებული უბანი სრულად გაანადგურა. გაეროს ცნობით, კლიმატის ცვლილების გამო, ამ რეგიონში დამანგრეველი სტიქიები შესაძლოა კიდევ უფრო გახშირდეს.
