ვიქტორ ორბანი დღეს პარიზში ჩავა
ვიქტორ ორბანი დღეს პარიზში ჩავა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდება. უნგრული მედიის ცნობით, ვიქტორ ორბანი ემანუელ მაკრონთან ევროკავშირის საბჭოში უნგრეთის თავმჯდომარეობის საკითხზე ისაუბრებს, რომელსაც პირველ ივლისს გადაიბარებს. ემანუელ მაკრონი კი, დიდი ალბათობით, უკრაინასა და ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის მხარდაჭერის საკითხზე გაამახვილებს ყურადღებას.
