ოფიციალურმა ვაშინგტონმა რუსეთის მიერ ათობით ევროპულ მედიასაშუალებაზე წვდომის შეზღუდვა გააკრიტიკა
ოფიციალურმა ვაშინგტონმა, რუსეთის მიერ ათობით ევროპულ მედიასაშუალებაზე წვდომის შეზღუდვა გააკრიტიკა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განმარტებით, მოსკოვის ეს ნაბიჯი მოწმობს, რომ მათ საკუთარი ხალხის ეშინიათ. რამდენიმე რუსული სახელმწიფო მედიასაშუალების ევროკავშირში აკრძალვის საპასუხოდ, რუსეთმა ქვეყნის მასშტაბით 80-ზე მეტ ევროპულ მედიასაშუალებაზე წვდომა შეზღუდა.
