ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა
ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა. უკრაინის პრეზიდენტმა სამხედროებს გაერთიანებული ძალების ახალი მეთაური ანდრეი გნატოვი პირადად წარუდგინა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მკაცრად გააკრიტიკა ის მაღალჩინოსნები, რომლებიც დონეცკის ოლქში 6 თვეზე მეტია არ ყოფილან. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ამ საკითხზე მას შესაბამისი რეაგირება ექნება.
