ნატოს ახალი გენერალური მდივანი მარკ რუტე იქნება
ნატოს ახალი გენერალური მდივანი მარკ რუტე იქნება. ნიდერლანდების პრემიერ მინისტრი თანამდებობაზე ალიანსის წევრი 32 სახელმწიფოს თანხმობით, ოფიციალურად დაინიშნა. რუტე იენს სტოლტენბერგს პირველი ოქტომბრიდან ჩაანაცვლებს. ნატოს ახალი გენერალური მდივნის მთავარ გამოწვევად, ალიანსის მხრიდან უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის შენარჩუნება სახელდება.
