ექვსი ივლისიდან „ელექტრონული არჩევნების საყოველთაო დემონსტრირება“ იწყება
საარჩევნო ადმინისტრაცია ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ახალ პროექტს იწყებს. ექვსი ივლისიდან „ელექტრონული არჩევნების საყოველთაო დემონსტრირება“ იწყება. მთავარი მიზანი ამომრჩეველთა ინფორმირება და ხმის მიცემის პროცედურების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება. პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტში, 89 ადგილას განხორციელდება.
