საქართველო-პორტუგალიის საგულშემატკივროდ დაგეგმილი ღონისძიებები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში
გორში თეატრის სკვერში იკრიბებიან. მატჩამდე დაგეგმილია სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები. ლაგოდეხში, პირდაპირი ჩვენება „რანის“ საფეხბურთო მოედანზე გაიმართება. ზუგდიდში შეიკრიბებიან მე-2 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ქუთაისში, ას საფეხურიანი კიბის მიმდებარე ტერიტორიაზე 15 საათიდან დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა. ბათუმში კი ფეხბურთის ჩვენება გაიმართება ორ ადგილას. სტადიონთან და ანბანის კოშკთან.
