გულშემატკივრები შეიკრიბებიან რუსთავში ცენტრალურ პარკში
ღია სივრცეში ეროვნულ ნაკრებს უგულშემატკივრებენ საქართველოს მასშტაბით. რუსთავში ეპიცენტრი ცენტრალური პარკია, 18:00 საათიდან საფეხბურთო სივრცე გაფორმდება სახელმწიფო დროშებით, სახელმწიფო დროშებით მორთული ელექტრომობილებით, რუსთავის ქუჩებში ახალგაზრდების მსვლელობა მოეწყობა და რუსთაველებს ქალაქის ცენტრალურ პარკში, საქართველო-პორტუგალიის მატჩის პირდაპირ ტრანსლაციაზე მიიწვევენ.
