ევროპული პოლიტიკური ჯგუფები შეთანხმდნენ, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტს მეორე ვადით დაიკავებს
ევროპული პოლიტიკური ჯგუფები შეთანხმდნენ, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტს მეორე ვადით დაიკავებს. ამის შესახებ „როიტერი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება. სააგენტოს ცნობით, პორტუგალიის ყოფილი პრემიერი ანტონიო კოშტა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერების შეხვედრების თავმჯდომარის თანამდებობაზე დაინიშნება, ხოლო უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი გახდება.
