ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავსტრიიდან ცნობილ იუთუბერს მასპინძლობს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავსტრიის რესპუბლიკიდან ცნობილ იუთუბერს მასპინძლობს. ის გადამღები ჯგუფის ორ წევრთან ერთად დაათვალიერებს თბილისს, მცხეთას, ზუგდიდსა და მარტვილს, რის შემდეგაც მომზადდება ვიდეომასალა ქართული გასტრონომიისა და ღვინის შესახებ.
