დღეს ნატო მარკ რუტეს ალიანსის მომავალ ხელმძღვანელად ოფიციალურად დაასახელებს
დღეს ნატო, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრს, მარკ რუტეს ალიანსის მომავალ ხელმძღვანელად ოფიციალურად დაასახელებს. ინფორმაციას „ფრანს-პრესი“ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ალიანსის 32 წევრი ქვეყნის ელჩებმა რუტეს დანიშვნას მხარი დაუჭირეს. უფლებამოსილების შესრულებას ის პირველ ოქტომბერს შეუდგება, როდესაც ნატოს მოქმედ გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს მანდატი ამოეწურება.
