შეერთებული შტატები კენიაში საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ძალადობას გმობს
შეერთებული შტატები კენიაში საპროტესტო აქციების დროს მომხდარ ძალადობას გმობს. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა კენიის ხელისუფლებას მოუწოდა, თავშეკავება გამოიჩინონ და დიალოგისთვის სივრცე უზრუნველყონ. კენიის დედაქალაქ ნაირობიში პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა დემონსტრანტებს, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში შეჭრას ცდილობდნენ. სროლას, 10 ადამიანი ემსხვერპლა, 50-ზე მეტი კი დაშავდა. მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების მიზეზი კენიაში გადასახადების გაზრდის საკანონმდებლო ინიციატივა გახდა.
