შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 24 ადამიანი დააკავა, მათ შორის 11 ნარკორეალიზატორია
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 24 ადამიანი დააკავა, მათ შორის 11 ნარკორეალიზატორია. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ამოღებულია სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, რეალიზაციის შედეგად მიღებული ფული და ელექტროსასწორები. ასევე, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული სამი ადამიანისგან ნივთმტკიცებად ამოღებულია იარაღი. პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებულთაგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე საკონტროლოდ შეისყიდა ნარკოტიკები. არსებობს შესყიდვის პროცესის ფარული აუდიო-ვიდეოჩანაწერები. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
