ალავერდში სტიქიის შედეგებს ითვლიან
ალავერდში სტიქიის შედეგებს ითვლიან. ამ წუთებში სახელმწიფო რწმუნებული, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე, მონასტრის ტერიტორიაზე იმყოფებიან. მონასტერში დაზიანებულია სახურავი, ჩამოშლილია სასახლის აივანი, დაზიანებულია მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა.
