დღეს პარლამენტი პირველი მოსმენით ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საკანონმდებლო პაკეტზე იმსჯელებს
დღეს პარლამენტი პირველი მოსმენით იმსჯელებს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საკანონმდებლო პაკეტზე. ოპოზიციის უმრავლესობა ბოიკოტს უცხადებს საკითხის განხილვას და ისინი პროპაგანდის მხარეს დგანან. კანონპროექტებს, რომლებიც ოჯახის ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვას ეხება მმართველი გუნდი ოპოზიციის გარეშე დაამტკიცებს. უკვე დაიწყო აქტიურად საერთაშორისო კრიტიკაც. ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა შეფასება. პარლამენტს მოუწოდებს არ განაგრძოს პროექტების მიღება.