ქარბორბალა კახეთში
ქარბორბალა კახეთში. სტიქიამ დააზიანა ალავერდის, როგორც შიდა, ასევე გარე სამონასტრო ინფრასტრუქტურის ნაწილი, მეუფე დავითის რეზიდენცია და მიმდებარე ტერიტორია. მოგლეჯილია მრავალწლოვანი ხეები. ქარბორბალამ ამოაყირავა ავტომანქანები. საბედნიეროდ მოქალაქეების ჯანმრთელობას საფრთხე არ შეჰქმნია. ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ზარალის აღწერა.
