პაპუაშვილის პასუხი ვენეციის კომისიას
„უფრო პოლიტიკური, ვიდრე სამართლებრივი“,- პარლამენტის თავმჯდომარე ვენეციის კომისიის მოსაზრებას აფასებს. საარჩევნო ადმინისტრაციის წევრების არჩევის წესსა და ოპოზიციონერი მოადგილის სპეციალური სტატუსის შესახებ. შალვა პაპუაშვილი განცხადებას თან ურთავს 30 მაისს კომისიისთვის გაგზავნილ წერილს, სადაც განმარტავდა, მაგალითად რას ნიშნავს ოპოზიციონერი მოადგილის პოზიციის შენარჩუნება, „ცესკოს პროფესიული წევრებიდან არჩეული თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, ცესკოს უხელმძღვანელებს ოპოზიციონერი მოადგილე. აღნიშნული შეთავაზება რთული მისაღებია, რადგან ის ეწინააღმდეგება თავად ვენეციის კომისიის მოსაზრებას, რომლის მიხედვით ცესკოს ხელმძღვანელობა უნდა იყოს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი“,- ეს გახლავთ ამონარიდი პაპუაშვილის 30 მაისის განცხადებიდან, რომლის ადრესატი ვენეციის კომისია იყო.
