კალიფორნიის შტატში ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან
კალიფორნიის შტატში ტყის მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. სიერა ნევადას ქედზე ცეცხლის 12 ახალი კერა გაჩნდა. ადგილობრივი სახანძრო სამსახურის ცნობით, ხანძრის მასშტაბების გაზრდა მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია. სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო დღეებში ძლიერი ქარია მოსალოდნელი, რაც სტიქიასთან ბრძოლას კიდევ უფრო გაართულებს. ტყის მასშტაბური ხანძარია შტატის ჩრდილოეთ ნაწილშიც. სადაც სტიქიის ზონაში მდებარე ქალაქ პალერმოდან, ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ამერიკის შეერთებულ შტატებში 2024 წელს ტყის მასშტაბურმა ხანძრებმა საერთო ჯამში, 25 ათას ჰექტრამდე მიწის ფართობი გადაწვა.
