საპროტესტო აქციები კენიის დედაქალაქში
კენიის დედაქალაქში არეულობაა - საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის, რამდენიმე შეტაკება მოხდა. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. გავრცელებული ცნობით, აქციის დასაშლელად, პოლიციამ ჰაერში გაისროლა. დედაქალაქ ნაირობიში საპროტესტო აქციები გადასახადების გაზრდასთან დაკავშირებული კანონპროექტის წინააღმდეგ იმართება. აქტივისტები კენიის პრეზიდენტის, უილიამ რუტოს გადადგომასაც მოითხოვენ. დემონსტრაციების ფონზე დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი პარალიზებულია. მანიფესტაციები იმართება კენიის სხვა ქალაქებშიც.
