ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნა
ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები გახსნა. ამის შესახებ განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა გააკეთა. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ახლა ამ ორი ქვეყნისა და ევროკავშირისთვის უმნიშვნელოვანესი და ტრანსფორმაციული მომენტის ზღურბლზე დგანან. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ომის მიუხედავად, უკრაინამ და მოლდოვამ აუცილებელი რეფორმების გატარება შეძლეს, თუმცა წინ მკაცრი, გამოწვევებითა და მოთხოვნებით სავსე გზა აქვთ გასავლელი. ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოკლე გზები არ არსებობს.
