რუსეთი ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მე-14 პაკეტს უკანონოს უწოდებს
რუსეთი ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების მე-14 პაკეტს უკანონოს უწოდებს. კრემლის პრეს-მდივანი განმარტავს, რომ ევროპას ეს გადაწყვეტილება უკან ცუდად დაუბრუნდება. დიმიტრი პესკოვის თქმით, სანქციების შედეგად ზიანი სწორედ იმ ევროპულ ქვეყნებს მიადგება, რომლებიც ამ სანქციებს აწესებს. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი ასევე აღნიშნავს, რომ მოსკოვს უკვე აქვს ასეთი შეზღუდვებით გამოწვეული ეფექტის შემსუბუქების გამოცდილება და მსგავს მექანიზმებს, მუდმივად ავითარებს. ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მე-14 პაკეტი ეკონომიკის, მათ შორის ენერგო სექტორსა და თხევადი გაზის იმპორტს შეეხება.
