სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ სერგეი შოიგუს და ვალერი გერასიმოვის დაკავების ორდერი გასცა
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ სერგეი შოიგუს და ვალერი გერასიმოვის დაკავების ორდერი გასცა. ჰააგის სასამართლოს მოსამართლეები რუსეთის ყოფილ თავდაცვის მინისტრს და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელს , შესაძლო ომის დანაშაულებზე აკისრებენ პასუხისმგებლობას. კერძოდ, საუბარია მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურისადმი მიყენებულ გადაჭარბებულ ზიანზე, სამოქალაქო ობიექტებზე მიტანილ იერიშებსა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულზე. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დადგენილებით, სერგეი შოიგუმ და ვალერი გერასიმოვმა სათანადოდ არ გააკონტროლეს მათ დაქვემდებარებაში მოქმედი შეიარაღებული ძალები.