„დიასპორის ჩართულობა საქართველოს განვითარებისთვის: დიასპორის მდგრადი კაპიტალის მოზიდვა“
პარლამენტში, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით, თემატური მოკვლევის - „დიასპორის ჩართულობა საქართველოს განვითარებისთვის: დიასპორის მდგრადი კაპიტალის მოზიდვა“ - პრეზენტაცია გაიმართა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა დიასპორის როლზე ქვეყნის განვითარების ხელშეწყობის საქმეში. კონსტანტინიდის განცხადებით, საქართველოს განვითარება ქართული დიასპორის გარეშე წარმატებული და სრულყოფილი ვერ იქნება. მისი თქმით, დიასპორის ჩართულობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში სახელმწიფოს მიერ მაღალ ნიშნულზეა აყვანილი.
