დღეს მეზღვაურთა საერთაშორისო დღეა
დღეს მეზღვაურთა საერთაშორისო დღეა. მთავარ საზეიმო ღონისძიებას ტრადიციულად ბათუმი მასპინძლობს. პროფესიული დღესასწაული მოქმედ და მომავალ მეზღვაურებს პრემიერმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და მთავრობის წევრებმა მიულოცეს. ღონისძიებაზე 400 -მდე კურსანტმა ფიცი დადო, საზღვაო დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის დაჯილდოვდნენ საზღვაო სფეროს წარმომადგენლები, გაიმართა ზღვაში გვირგვინის ჩაშვების ცერემონია, რითაც გარდაცვლილი მეზღვაურების ხსოვნას პატივი მიაგეს. ასევე ბათუმის ქუჩებში გაიმართა საზეიმო მსვლელობა. მეზღვაურთა საერთაშორისო დღე საქართველოში 2011 წლიდან აღინიშნება.
