სალომე ზურაბიშვილის ვეტო
სალომე ზურაბიშვილის ვეტოს, რომელიც მან საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით მიღებულ კანონს დაადო მმართველი გუნდი დაძლევს, – ამის შესახებ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა. მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის კონკრეტულ მიზნებზე ისაუბრა. მისი თქმით, ოპოზიციის სურვილია, რომ ცესკოში მათ პარტიულ წარმომადგენლებს ჰქონდეთ გადაწყვეტილებების დაბლოკვის საშუალება.
