ISFED-ის მიერ გამოქვეყნებული წინასაარჩევნო პერიოდის შეფასება
ჩავარდნილი პიარ- და პროპაგანდისტული პროექტი და ახალი მიზანი, არჩევნების ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენება- ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ISFED-ის მიერ გამოქვეყნებული წინასაარჩევნო პერიოდის შეფასება, სადაც აღნიშნულია, რომ ვითარება მნიშვნელოვნად დააზიანა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებამ. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ISFED-მა 2020 წელს პარალელური ხმის დათვლის შედეგები გააყალბა, შესაბამისად, მისი რეპუტაცია შელახულია და სირცხვილია, ამ ორგანიზაციის მიერ არჩევნების კანონიერებაზე წინასწარ საუბარი.
