ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ ბრიუსელში ერთიანობის დეკლარაციას ხელი მოაწერა
ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ ბრიუსელში ერთიანობის დეკლარაციას ხელი მოაწერა. დეკლარაციაზე ხელმომწერები არიან „ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „ახალი“, „ლელო“, „დროა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“. ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს და ამ ინფორმაციის თანახმად ერთიანობის დეკლარაცია გულისხმობს ერთიანობას როგორც საპარლამენტო არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ დეკლარაციაზე ხელმომწერები აქამდეც ერთი ქოლგის ქვეშ იყვნენ და რეალურად, არაფერი შეცვლილა.