უკვე რამდენიმე კვირაა ოპოზიცია პარლამენტში ბოიკოტის რეჟიმშია
უკვე რამდენიმე კვირაა ოპოზიცია პარლამენტში ბოიკოტის რეჟიმშია, რაც მმართველი გუნდის განმარტებით, საპარლამენტო სივრცეში ოპოზიციის მიერ საკუთარი როლის დაკნინებაა. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ასეთი ქმედებებით ოპოზიცია საკუთარი ამომრჩევლის მიმართ უპასუხისმგებლობას გამოხატავს. მათი თქმით, ოპოზიციას კონკრეტული კანონპროექტების შინაარსში შესვლა არ სურს და მათი მიზანი დესტრუქციაა. ოპოზიცია კი ამბობს რომ სხდომებში მონაწილეობას შერჩევითად მიიღებს.