პარლამენტის სხდომა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე საქართველოს შესახებ გამართული დებატები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადება, შეფასებების თემა იყო დღეს პარლამენტის სხდომაზე. მმართველი გუნდის თქმით, საქართველოს გაცხადებული პოლიტიკაა ქვეყნის ევროინტეგრაცია და ამ პირობებში საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით კითხვის ნიშნების დასმა, საქართველოს და ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა. პარლამენტის თავმჯდომარის საკმაოდ მწვავე პასუხი მოჰყვა თეონა აქუბარდიას განცხადებას, რომელიც ბორელის გზავნილებს აფასებდა და ამბობდა, რომ მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკა ქვეყანას ევროკავშირს აშორებს. მმართველი გუნდის თქმით საქართველოს საგარეო კურსი არის ურყევი და მისი გადახედვა არ იგეგმება.
