ევრო 2024-ზე ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ღირსეულ გამოსვლაზე ისაუბრეს დღეს დეპუტატებმა
ევრო 2024-ზე ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ღირსეულ გამოსვლაზე ისაუბრეს დღეს დეპუტატებმა. სწორედ ფეხბურთზე და ფეხბურთელებზე საუბრით გაიხსნა პარლამენტის სხდომა. პოლიტიკოსები ქომაგებს აქტიურობისკენ და ერთიანობისკენ მოუწოდებენ, აქვე ამბობენ, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ ქომაგების დაყოფას, მათ შორის დეპუტატებმა ახსენეს ოპოზიციური პარტიები და სალომე ზურაბიშვილი.
