ვილი სანიოლმა ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად პრესკონფერენცია გამართა
საქართველო-პორტუგალიის თამაში ხვალ თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. დღეს კი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად პრესკონფერენცია გამართა. ვილი სანიოლის თქმით ნაკრები მატჩისთვის მზადაა, რაც შეეხება შანსებს სანიოლი ამბობს, რომ ევრო 2024 ზე ყოფნაც დიდი გამარჯვებაა. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ფეხბურთელი ამბობს რომ ნაკრები მოედანზე მოსაგებად გავა.
