ვინ ვინ არის? - ტელეკომპანია იმედის მაყურებელმა ყველაზე რეიტინგული, საგამოძიებო მუსიკალური მეგაშოუს მორიგი შთამბეჭდავი ეპიზოდი ნახა
გუშინდელ ეპიზოდში აუტსაიდერები ჯადოქრისა და დრაკონის კოსტიუმს ამოფარებული კონკურსანტები იყვნენ. დეტექტივების გადაწყვეტილებით, ნიღაბი ჯადოქარმა მოიხსნა და აღმოჩნდა, რომ კოსტიუმი ყველასათვის კარგად ნაცნობ და საყვარელ მუსიკოსს, მანანა მენაბდეს ჰქონდა მორგებული.
