სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 30 წლის იუბილე
მთავრობის მეთაურმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელობას, მთელ პირად შემადგენლობას, ყველა მოქმედ და ვეტერან თანამშრომელს, სამსახურის დაარსებიდან 30 წლის იუბილე მიულოცა. პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, მათ შორის სტადიონი, ექსტრემალური მართვის მშენებარე საწვრთნელი მოედანი, სასროლეთი და ავტო მუზეუმი. მოეწყო დასაცავ პირზე შენობაში თავდასხმისა და ევაკუაციის, ასევე კორტეჟზე თავდასხმის მოგერიების საჩვენებელი იმიტაცია. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ანგარიშიც წარმოადგინა. სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისა და სანიმუშო დისციპლინისთვის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები პირველი ხარისხის მედლით დაჯილდოვდნენ.
