გაერთიანებული სამეფოს პრინცესა ანა სხეულის მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს
გაერთიანებული სამეფოს პრინცესა ანა სხეულის მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბუკინგემის სასახლის ცნობით, მეფე ჩარლზ მესამის და გლოსტერშირში მდებარე რეზიდენციის ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის დროს დაშავდა. სასახლის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენელს ტვინის შერყევა აქვს და სამედიცინო ცენტრში გამოკვლევებს უტარებენ. უცნობია, კონკრეტულად რა სახის ინციდენტი მოხდა, თუმცა ადგილობრივი მედიის ცნობით, 73 წლის პრინცესა ანამ ტვინის შერყევა, სავარაუდოდ, ცხენით ჯირითის დროს მიიღო.
